აპრილი, 2008  თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 
დასრულდება ფოთის პორტისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტენდერი 
  • ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გახდება ქართული ეკონომიკის ახალი და მძლავრი სტიმული
  • საპროექტო სიმძლავრის მიღწევის შემდეგ უშუალოდ პორტში და ზონაში დასაქმდება 16,000-მდე ადამიანი
  • ამასთანავე, ფოთის პორტისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარება ხელს შეუწყობს უშუალო ბიზნესის გარდა სხვა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას
  • პირველ ეტაპზე, 2011 წლამდე, განხორციელდება 400 მლნ დოლარის ინვესტიცია და შეიქმნება სრულიად ახალი პორტი და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
  • სულ განხორციელდება დაახლოებით 1 მლრდ დოლარის ინვესტიცია
  • დადებითი ეკონომიკური ეფექტი გავრცელდება მთელ დასავლეთ საქართველოზე
  • მიმდინარეობს ფოთის პორტსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ტენდერი, რომელიც აპრილში დასრულდება და მოხდება ინვესტორის შერჩევა