თებერვალი, 2008  სტატისტიკა 
მიმდინარეობს სახელმწიფო სტატისტიკის სრულყოფაზე მუშაობა 
  • სტატისტიკის დეპარტამენტი იქნება მაქსიმალურად დამოუკიდებელი, ხოლო სტატისტიკა იქნება ზუსტი, დროული, პროფესიონალური და სანდო
  • აღნიშნულის მიღწევა დაეხმარება როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებს უფრო ეფექტურად წარმართონ თავიანთი ბიზნესი საქართველოში; გარდა ამისა, დაგეგმვის სიზუსტის ამაღლება გაზრდის სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობას
  • მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სტატისტიკის რეფორმაში მონაწილეობას მიიღებენ გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტები
  • მაისში მთავრობა საზოგადოებას წარუდგენს სტატისტიკის მეთოდოლოგიისა და სტატისტიკის დეპარტამენტის რესტრუქტურიზაციის დეტალურ გეგმას