იანვარი, 2008 საგადასახადო კრედიტი
 ამოქმედდა იაფი სესხის კომპონენტი - “საგადასახადო კრედიტი”
  • პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც 2008 წლის განმავლობაში დაარეგისტრირებს ბიზნესს შეეძლება მოახდინოს 2,000 ლარამდე გადასახადების 10 წლით (წლიური 4 პროცენტიანი განაკვეთით) გადავადება – აიღოს 2,000 ლარიანი საგადასახადო კრედიტი. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, მეწარმე განახორციელებს მთლიანი კრედიტისა და დარიცხული პროცენტის ერთჯერადად მთლიან გადახდას
  • მთელი წლის განმავლობაში ამ პროგრამით შეეძლება ისარგებლოს 60,000 ახლად დარეგისტრირებულ მეწარმეს (გასულ წელს დარეგისტრირებულთა რაოდენობამ შეადგინა 55,000)
  • შესაბამისად, პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 120 მლნ ლარს შეადგენს
  • 2008 წლის იანვარში უკვე დარეგისტრირდა 4,000-მდე ახალი მეწარმე სუბიექტი, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ამ პროგრამით