საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ცენტრად ჩამოყალიბება
- 10 მლრდ დოლარის ფინანსური აქტივების დაგროვება 5 წელიწადში
- ათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი - შესაბამისად ათასობით დამატებითი ბიზნესი და ამ ბიზნესებში დასაქმებული მრავალი ათეული ათასი ადამიანი
საგადასახადო რეფორმა
- საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვანი შემცირება 2009 წლიდან და მომდევნო 4 წლის განმავლობაში. საშემოსავლო გადასახადი შემცირდება 25%-იდან 15%-მდე, აქედან 2009 წელს გადასახადი შემცირდება 1%-ით. ასევე 5 წელიწადში განულდება გადასახადი დივიდენდებსა და პროცენტებზე
ახალი ფისკალური პარადიგმის - მაკროეკონომიკური სტაბილურობა – განხორციელება
- დაკანონდება პროფიციტული ბიუჯეტი, ინფლაციის გამომწვევი მიზეზები შემცირდება
- შეიქმნება სპეციალური ფონდები განსაკუთრებული სიტუაციების (ტერიტორიული (აფხაზეთის) რეინტეგრაციის და სხვა) დასაფინანსებლად
ფინანსური ზედამხედველობის ეფექტურობის და გამჭვირვალობის ამაღლება
- გაუმჯობესდება საბანკო-საფინანსო სექტორის მდგრადობა
|