თებერვალი, 2008  რეგიონალური ტურიზმი და ხალხური რეწვის განვითარება 
იწყება იაფი სესხის კომპონენტი - “რეგინალური ტურიზმისა და ხალხური რეწვის განვითარება” 
  • 25 თებერვალს იწყება მეწარმეების განაცხადების მიღება რეგიონალური ტურიზმის და ხალხური რეწვის განვითარების კომპონენტიდან იაფი სესხების გაცემაზე, ამისათვის მეწარმეებმა უნდა მიმართონ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და პროგრამაში მონაწილე ბანკებს
  • განაცხადის ფორმა განთავსებული იქნება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე www.economy.ge
  • პროგრამის ფარგლებში (10 მლნ ლარი) რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით გაიცემა იაფი სესხები
  • 10 წლიანი შეღავათიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი არ იქნება 12%-ზე მეტი. სესხის დაბრუნებისას გათვალისწინებულია 3 წლიანი შეღავათიანი პერიოდი
  • 2008 წლის განმავლობაში ამ პროგრამის მეშვეობით შეიქმნება 1000 სამუშაო ადგილი, ძირითადად აგროტურიზმის სექტორსა და სხვა მასთან დაკავშირებულ დარგებში