თებერვალი, 2008  პროფესიული გადამზადება 
მზადდება პროფესიული გადამზადების ახალი პროგრამა 
  • 2008 წლის მარტში იწყება პროფესიული გადამზადების ინფრასტრუქტურის შექმნის პროგრამა
  • პროგრამის ფარგლებში შეიქმნება 30-ზე მეტი თანამედროვე პროფესიული გადამზადების ცენტრი რეგიონებსა და თბილისში
  • პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ მეწარმეთათვის არსებული ინფრასტრუქტურის შეღავათიან პირობებში გადაცემას ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, მოქნილი პროფესიული ცენტრების შესაქმნელად
  • პროფესიული ცენტრების შექმნა საშუალებას მისცემს ნებისმიერ მოქალაქეს შეიძინოს შრომის ბაზარზე მოთხოვნილი სპეციალობა და ამით გაზარდოს დასაქმების შანსები