| დაიწყება მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაში ინვესტორთა მოზიდვის პროგრამა |
|
|
|
|
- საქართველოში ათვისებულია ჰიდრორესურსების მხოლოდ 18-20%
- ჰიდრორესურსების სრულად ათვისების შემთხვევაში განხორციელდება თბოელექტროსადგურების ჰიდროელექტროსადგურებით ჩანაცვლება და შეიქმნება წლიურად 1,250 მილიარდი ევროს საექსპორტო პოტენციალი
- მომზადებულია 87 მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურის განთავსების სქემები და ტექნიკური პარამეტრები, საერთო სიმძლავრით 1170 მგვტ, რომლის მშენებლობაზე მოზიდული იქნება 1,5 მილიარდამდე ევროს ინვესტიცია
- დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით ენერგეტიკის სამინისტრომ შეიმუშავა მარტივი და უნიფიცირებული პირობები, რომელსაც წარუდგენს მთავრობას მარტში
- ამ ეტაპზე უკვე განიხილება წინადადებები 11 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე საერთო სიმძლავრით 300 მგვტ
|
|
|
|