აპრილი, 2008  ევროობლიგაციები 
 ჩატარდება სუვერენული ევროობლიგაციების სადებიუტო ემისია
  • აპრილში საქართველო მოახდენს ევროობლიგაციების სადებიუტო ემისიას
  • შედეგად ქვეყანა მიიღებს 500 მლნ დოლარის გრძელვადიან საინვესტიციო რესურსს
  • ამ თანხებით შესაძლებელია დაფინანსდეს სტრატეგიული პროექტები, როგორებიცაა ნახევარი მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის საცავის მშენებლობა და ჰიდრო რესურსების ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით დამატებითი მაგისტრალური ელექტროსადენების ქსელის შექმნა
  • გარდა ეკონომიკური ეფექტისა ამ პროექტების განხორციელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოებაში
  • ასევე, ევროობლიგაციების ნიშნულის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ქვეყანაში დამატებით ასეულობით მილიონი დოლარის კაპიტალის შემოდინებას