| ,,იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში მთავრობამ დაამტკიცა 8 მილიონი ლარის მოცულობის პროექტები. პროექტების განხორციელება სხვადასხვა ფორმით დაასაქმებს სოფლად მაცხოვრებელ 35 ათას ოჯახს. |
|
|
|
|
- 25 თებერვალს იწყება მეწარმეების განაცხადების მიღება რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების კომპონენტიდან იაფი კრედიტების გაცემაზე, ამისათვის მეწარმეებმა უნდა მიმართონ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და პროგრამაში მონაწილე ბანკებს
- განაცხადის ფორმა განთავსებული იქნება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე www.economy.ge
- პროგრამის ფარგლებში (10 მლნ. ლარი) რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით გაიცემა იაფი კრედიტები
- 10 წლიანი შეღავათიანი კრედიტის საპროცენტო განაკვეთი არ იქნება 12%-ზე მეტი. კრედიტის დაბრუნებისას გათვალისწინებულია 3 წლიანი შეღავათიანი პერიოდი
- 2008 წლის განმავლობაში ამ პროგრამის მეშვეობით შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი, ძირითადად აგროტურიზმის სექტორსა და სხვა მასთან დაკავშირებულ დარგებში
|
|
|
|