27 მარტი, 2008  ინვესტიციების მოზიდვა ჰიდროენერგეტიკაში 
ხელი მოეწერა 7 ჰესის მშენებლობას აჭარაში საერთო სიმძლავრით 119 მგვტ, რომელთა მშენებლობაზე მოზიდული იქნება 167 მლნ. დოლარი
  • საქართველოში ათვისებულია ჰიდრორესურსების მხოლოდ 18-20%
  • ჰიდრორესურსების სრულად ათვისების შემთხვევაში განხორციელდება თბოელექტროსადგურების ჰიდროელექტროსადგურებით ჩანაცვლება და შეიქმნება წლიურად 1,250 მილიარდი ევროს საექსპორტო პოტენციალი
  • მომზადებულია 87 მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურის განთავსების სქემები და ტექნიკური პარამეტრები, საერთო სიმძლავრით 1170 მგვტ, რომლის მშენებლობაზე მოზიდული იქნება 1,5 მილიარდამდე ევროს ინვესტიცია
  • დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით ენერგეტიკის სამინისტრომ შეიმუშავა მარტივი და უნიფიცირებული პირობები, რომელსაც წარუდგენს მთავრობას მარტში