27 მარტი, 2008  საგადასახადო კრედიტი 
იანვარ-თებერვლის განმავლობაში ,,იაფი კრედიტის” კომპონენტით – ,,საგადასახადო კრედიტით” სარგებლობის შესაძლებლობა გაუჩნდა 9 100 გადამხდელს
  • პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც 2008 წლის განმავლობაში დაარეგისტრირებს ბიზნესს შეეძლება მოახდინოს 2,000 ლარამდე გადასახადების 10 წლით (წლიური 4 პროცენტიანი განაკვეთით) გადავადება – აიღოს 2,000 ლარიანი საგადასახადო კრედიტი. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, მეწარმე განახორციელებს მთლიანი კრედიტისა და დარიცხული პროცენტის ერთჯერადად მთლიან გადახდას
  • მთელი წლის განმავლობაში ამ პროგრამით შეეძლება ისარგებლოს 60,000 ახლად დარეგისტრირებულ მეწარმეს (გასულ წელს დარეგისტრირებულთა რაოდენობამ შეადგინა 55,000)
  • შესაბამისად, პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 120 მლნ ლარს შეადგენს