27 მარტი, 2008  საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლება 
მიღებულია ,,საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ცენტრად ჩამოყალიბება

  • 10 მლრდ. დოლარის ფინანსური აქტივების დაგროვება 5 წელიწადში
  • ათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი – შესაბამისად, ათასობით დამატებითი ბიზნესი და ამ ბიზნესებში დასაქმებული მრავალი ათეული ათასი ადამიანი

საგადასახადო რეფორმა

  • საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვანი შემცირება 2009 წლიდან და მომდევნო 4 წლის განმავლობაში. საშემოსავლო გადასახადი შემცირდება 25%-იდან 15%-მდე, აქედან 2009 წელს გადასახადი შემცირდება 1%-ით. ასევე 5 წელიწადში განულდება გადასახადი დივიდენდებსა და პროცენტებზე

ახალი ფისკალური პარადიგმის – მაკროეკონომიკური სტაბილურობა – განხორციელება

  • დაკანონდება პროფიციტული ბიუჯეტი, ინფლაციის გამომწვევი მიზეზები შემცირდება
  • შეიქმნება სპეციალური ფონდები განსაკუთრებული სიტუაციების (ტერიტორიული (აფხაზეთის) რეინტეგრაციის და სხვა) დასაფინანსებლად

ფინანსური ზედამხედველობის ეფექტურობის და  გამჭვირვალობის ამაღლება

  • გაუმჯობესდება საბანკო-საფინანსო სექტორის მდგრადობა